საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ბაქოს ეწვევა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 15, 2019 13:07

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ბაქოს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, 15-16 ივლისს, ბაქოს ეწვევა.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების წევრების მონაწილეობით. შეხვედრაზე განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის სფეროში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

შეხვედრები, ასევე, გაიმართება მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოგტაი ასადოვთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამადიაროვთან და მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 15, 2019 13:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics