საქართველოს პარლამენტის აპარატმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა


საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წევრებთან და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარედ, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

მათ წიწვოვანი სახეობის 50-მდე ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი.

დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა.

საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი ადგილზე გააცნეს, სადაც დარგვის საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა.

გასული წლის შემოდგომაზე ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 144 ჰა ფართობი აღადგინა.

საგაზაფხულო სამუშაოები წელსაც იგივე ტერიტორიაზე გაგრძელდა და 35 ათასამდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დაირგო.

„საქართველოს პარლამენტის აპარატი და საქართველოს პარლამენტის მოსამსახურეთა პროფესიული გაერთიანება, დღეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერილ აქციაში მონაწილეობს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი, სოფელ დაბაში გამწვანებას ეხება. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ ხანძარმა ტყის ძალიან დიდი მასივები მოიცვა და ფაქტიურად მოხდა ეკოლოგიური კატასტროფა. ჩვენ, როგორც პარლამენტის წარმომადგენლებმა და როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ აქციაში მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენი მცირედი წვლილი შეგვეტანა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ.

მან ეროვნულ სატყეო სააგენტოს მადლობა გადაუხადა ამ შესაძლებლობისთვის და მომავალშიც გამწვანების აქციაში საკანონმდებლო ორგანოს აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისთვის მზაობა გამოხატა.

banner
წინა სტატიაშიშსს რეგიონებში სიჩქარის მზომი„ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს აგრძელებს
შემდეგი სტატიაპატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა