საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

2021 წლის 18-20 აგვისტოს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ვიცე-პრემიერ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 298, აჭარაში – 877, იმერეთში – 789
შემდეგი სტატიატიკარაძე – დღეიდან საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზად არის