საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კერძოდ, 15 ივნისს, სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება.
“მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ” , – ნათქვამია ინფორმაციაში.















