საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

gulis eleqsiri

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

წინა სტატიაშისააკაშვილი: მე მაინტერესებს ამათი დამარცხება, მე მაინტერესებს ბრძოლა
შემდეგი სტატიამექსიკის საავადმყოფოში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, 17 პაციენტი გარდაიცვალა