საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა

აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავს

5 ნოემბერს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრა სრულიად საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს.

ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს 6 ნოემბერს დაასრულებს.

banner
წინა სტატიაშიარქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი, ქონების მართვის სააგენტოს კარლო ლაფერაძე უხელმძღვანელებენ
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე, საქართველომ უკრაინას პარტნიორული განმარტება უნდა მოსთხოვოს