საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა არავისგან მომისმენია… ეს დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს აბედნიერებს – დეგნანი

„უკრაინასა და აქ, საქართველოში გარკვეულ ადამიანებს შორის ურთიერთბრალდებების საკითხს რაც შეეხება, მე არ მომისმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ამ ომში. სინამდვილეში, მე მოვისმინე, რომ ადამიანები არიან ძალიან ფრთხილი და ძალიან სენსიტიური იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია რუსული ძალები. საქართველომ უკვე გამოიარა მოქალაქეებზე რუსეთის ძალების თავდასხმისა და ტერიტორიის ოკუპაციის მტკივნეული გამოცდილება. ასე რომ, ვფიქრობ, ნამდვილად სასარგებლო იქნება ახლა, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს ყველასთვის, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები. ამგვარ დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი. ამგვარი თავდასხმები საქართველოს ნაწილებად ანგრევს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთს აბედნიერებს და მხოლოდ რუსულ მიზნებს ემსახურება” – თქვა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებებზე თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა
შემდეგი სტატია“აზოვის” მეთაურის მოადგილე – რუსები „აზოვსტალში“ არიან, მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა