კარატე დოს ფედერაციის ორგანიზებით 12 მაისს ოკინავური გოჯუ -რიუს საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატზე სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში 100-მე სპორტსმენი მონაწილეობდა. აბსოლუტურ და 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გიორგი ევსია გახდა.
ოკინავური გოჯუ -რიუს ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციას შესაბამისი ფინანსები არ გააჩნია, ნაკრების სპორტსმენები მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ჩემპიონატებზე.