საქართველოს ნატო-ს მიერ ლიცენზირებული ასეული ეყოლება

თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ქართულ-ამერიკული სწავლება “ღირსეული პარტნიორის” დასრულების შემდეგ, საქართველოს ოფიციალურად, ნატოს-ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ეყოლება.
“ქართულ-ამერიკული საწავლების დასრულების შემდეგ, საქართველოს ეყოლება პირველი, ნატო-ს მიერ ლიცენზირებული ასეული, რომელიც სწორედ ამ სწავლების შემდეგ მიიღებს ლიცენზიას და პირველად საქართველოში, ჩვენ ოფიციალურად გვეყოლება ნატო-ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საქართველოში, ჩვენი სამხედროების სახით“, – გახანაცხადა ხიდაშელმა.
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების “ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
სწავლება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახლემწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა.
banner
წინა სტატიაში„დიდი იმედი არ მაქვს, რომ უმრავლესობიდან ვინმე მართლა გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც მათსავე დაპირებებში იყო,“
შემდეგი სტატია“ასეთი ტიპის მოწინააღმდეგეები მხოლოდ მაძლიერებს” – თავდაცვის მინისტრი თამაზ მეჭიაურს პასუხობს