საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს. „დინამო არენაზე“ მატჩი 20:00 საათზე იწყება.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, დღევანდელ მატჩს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები ესწრებიან.
7500 ანთებული გული დღეს საყვარელ ეროვნულ ნაკრებს ტრიბუნიდან გაამხნევებს!















