საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა

49507516საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მადრიდში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს 1:0 მოუგო.

ამხანაგურ მატჩში გოლი თამაშის მე-40 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

ესპანეთის ნაკრები მოედანზე ასეთი შემადგენლობით გავიდა – დე ხეა, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, ტიაგო, ვასკესი, ფაბრეგასი, ნოლიტო, ადურისი. მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასეთი იყო – რევიშვილი, ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, აბურჯანია, ჯიღაური, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, დვალიშვილი. მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი.

წინა ამხანაგური თამაში საქართველოს ნაკრებმა რუმინელებთან 5:1 წააგო.

banner
წინა სტატიაში“მეორე ტურში ვერ გადახვედი, ზაქრო!”- გადაცემა არჩევანში ნიკა გვარამიამ და ზაქარია ქუცნაშვილმა იკამათეს
შემდეგი სტატიაგაეროს 70-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს