საქართველოს ნაკრების ორ ფეხბურთელს Covid19 დაუდასტურდა

ქართველ ფეხბურთელებს – ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩები 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპომპეოს ვიზიტის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება – ზალკალიანი
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – ოპოზიციის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ