საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს

admin
ავტ.: admin ნოემბერი 13, 2020 10:05

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს

ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, “ევრო 2020”-ის პლეი ოფის ფინალში, საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გამარჯვების ბურთი 56-ე წუთზე გორან პანდევმა გაიტანა. ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები ისტორიული ფინალის შემდეგ მომდევნო თამაშს 15 ნოემბერს ისევ ამ მოედანზე, ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფში სომხეთის გუნდთან გამართავს. 2 დღის მერე კი ესტონელებს უმასპინძლებს.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში მისი 5-წლიანი საქმიანობა დამთავრდა.

“ბოდიში დღევანდელი დღისთვის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ეს არის ფეხბურთი, ეს არის ცხოვრება. ბოდიშს ვუხდი ფეხბურთელებს, ფედერაციას, ბოდიშს გიხდით თქვენ, გულშემატკივრებს. ჩრდილოეთ მაკედონიამ ერთი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა, ვულოცავ მათ. ისინი უკეთესები იყვნენ. ძალიან სამწუხარო დღეა ჩემთვის, გუნდისთვის, ყველასთვის,”-განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა. სპორტული ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია ნაადრევად დატოვა.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 13, 2020 10:05