საქართველოს ნაციონალური ინტერესების გაუთვალისწინებლად რკინიგზის გახსნის საკითხი ყოვლად მიუღებელია

არსებობენ ,,წითელი ხაზები

1359552971_zurab_abashidze__21საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განხადება, რომ  აფხაზეთის გავლით, საქართველოს რკინიგზით რამდენიმე რუსული კომპანიაა დაინტერესებული–აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა გამოეხმაურა.

“ნუთუ კვლავ რჩება კითხვის ნიშანი ამ სფეროში–რუს ბიზნესმენებებს(იგულისხმება კრემლი) კი აინტერესებთ,მაგრამ საქართველოს ინტრესებში თუ შედის ამ თემის ნებისმიერი რაკურსით აქტუალიზაცია აფხაზეთის,საქართველო სტატუსის განსაზღვრისა და თავიანთ მკვიდრ საცხოვრისებში დევნილთა და ლტოლვილთა უპირობო დაბრუნებამდე?!”-აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა.

მისივე თქმით,მავანნი პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენას იმ მოტივით,რომ გამართული სატრანსპორტო კომუნიკაცია ყოველმხრივი განვითარების უცილობო წინაპირობაა. დიახაც,ასე გახლავთ,მაგრამ ამ დილემის რეალიზაციის ალბათობა უაღრესად დაბალია,თუ არ ვიტყვით, ნოლის ტოლია ტერიტორიამთლიანობა დარღვეული ქვეყნის რეგიონებთან მიმართებაში! ამიტომაც კატეგორიულად მიუღებლად ვრაცხ ზემოთ ნახსენები საქართველოს ნაციონალური ინტერესების გაუთვალისწინებლად რკინიგზის გახსნის საკითხის ყველა დონის,მათ შორის კარასინ–აბაშიძის, ფორმატის მოლაპარაკებებზე არამცთუ განხილვას,არამედ ვერბალურ გაჟღერებასაც კი!–მიიჩნევს თამაზ ხუბუა

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემაა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიელ კოლეგას და ხალხს ეროვნულ დღესასწაულს, რესპუბლიკის დღეს ულოცავს