საქართველოს მუფთი: ტერორისტები ამოფარებულები არიან ისლამის რელიგიას და მას ცუდი მაგალითებისთვის იყენებენ

ისლამი არ არის მოძალადე რელიგია, ისლამი გმობს ყოველგვარ ტერორიზმს და ძალადობას, ვგმობთ ტერაქტებს და არც ერთ მორწმუნეს არ სიამოვნებს, როცა ასეთ დანაშაულს ისლამის სახელით ჩადიან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებს.

მუფთმა კომენტარი გააკეთა ასევე თვითმხილველების მონათხრობზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ შეიარაღებული ადამიანები თეატრში შეჭრისას “ალლაჰუ აქბარ” იძახდნენ:

“ალლაჰუ აქბარ” არაბული სიტყვაა და ნიშნავს “ღმერთი მაღალია”. ტერორისტები ამოფარებულები არიან ისლამის რელიგიას და ისლამს განადგურებისთვის და ცუდი მაგალითებისთვის იყენებენ. ისლამი ყოველთვის გმობს ძალადობას. არა მარტო მუსლიმები, ქრისტიანებიც არიან, რომლებიც კლავენ ბავშვებს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანულმა რელიგიამ, ბიბლიამ უქადაგა მათ ეს. არიან ადამიანები, რომლებიც რადიკალები არიან და კლავენ ბავშვებსაც და ქალებსაც. ღვთიური წიგნები ერთი და იგივეს ქადაგებენ და ვერსად ვერ ნახავთ, რომ რომელიმე მოუწოდებდეს ადამიანის კვლისკენ. ყურანში არის ასეთი რამ, რომ ღმერთი კრძალავს კაცთაკვლას და ღმერთი ბრძანებს, რომ რელიგიაში ძალდობა არაა”, – აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია სამეგრელოს მოსახლეობას ხვდება
შემდეგი სტატია130-მდე გარდაცვლილი და საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში- საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა