საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 243 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 096 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7,06%, ბოლო 7 დღის – 6,65%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 598 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 565 773 გამოჯანმრთელდა, 8 641 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 671 295 აცრა, დღიურად აცრილია 15 096.

banner
წინა სტატიაშიმუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა
შემდეგი სტატიაკომპანია „ალმა“ – 50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია სრულიად უსასყიდლოდ ეთმობა ვაქცინაციის კამპანიას