საქართველოს მთავრობის სხდომა 17 იანვარს არ გაიმართება

საქართველოს მთავრობის სხდომა 17 იანვარს არ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

„შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღო.

მთავრობის სხდომა 14:00 საათზე უნდა გამართულიყო. ამასთან, მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი საქართველოს მასშტაბით გლოვის დღედ გამოცხადდა“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს
შემდეგი სტატიადიდი ტრაგედია დატრიალდა