საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალიხან სმაილოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ყაზახელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ცხედრებს მალავს – ზელენსკი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა გამართა