,,საქართველოს მთავრობაში პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე და გადაწყვეტილებების მიღება ემოციურად”

საქართველოს მთავრობაში პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე და გადაწყვეტილებების მიღება ემოციურად, გაუაზრებლად ხდება, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, საინვესტიციო პროგრამებიც არაეფექტურია.

ამას გარდა, ქობულიამ აღნიშნა, რომ რეგლამენტი, რომელიც ინვესტორებისთვის კონკრეტული დოკუმენტების გაცემას გულისხმობდა, 20 დღეში გაიცემოდა, თუმცა ეს წესი შეიცვალა.

„ახლა იცით რა ხდება? – რეგლამენტი გაიცემა რვა, ათ და 12 თვეში, რაც პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა ქობულიამ.

გიორგი ქობულია ამ წუთებში, პარლამენტში 17-გვერდიან პრეზენტაციას მართავს, რომელიც მის ეკონომიკურ ხედვებს ეხება.

banner
წინა სტატიაში,,სანამ ჩვენსას განვავითარებთ, კიდევ ხუთი წელი გავა და ხუთი წლის შემდეგ დავუბრუნდებით იმავე საკითხს”-ქობულია
შემდეგი სტატია“სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს” – ქობულია