საქართველოს მთავრობას მასშტაბური საკურორტო პროექტები აქვს დაგეგმილი

საქართველოს აქვს ბევრი პოტენციურად მიმზიდველი კურორტი, მაგრამ დღეს მხოლოდ ამ პოტენციალის მცირე ნაწილია ამუშავებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არაერთ კურორტზე მიმდინარეობს დაგეგმარებითი სამუშაოები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, რათა განვითარდეს ყველა საინტერესო მიმართულება, რომელიც არსებობს და კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი.

პრემიერის ინფორმაციით, წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში უკვე განხორციელდა მსოფლიო ბანკის 40 მლნ დოლარიანი ინვესტიცია. წყალტუბო-სპაკურორტისგანვითარების კონცეფციის შესაბამისად კურორტზე 9 თერმული აბანოს და 15 სასტუმროს აღდგენა, დაგეგმილია ახალი, თანამედროვე სასტუმროების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ნაწილობრივ ეს პროექტი განხორციელებულია. ძალიან დიდი სამუშაო შევასრულეთ გენეერალური დაგეგმარების მიმართულებით და შევქმენით ის საბაზისო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად, გვყავს ბოლო პერიოდში შემოსული ძალიან მსხვილი ორი ინვესტორი, რომელიც მთლიანად კერძო ინვესტიციით ავითარებს წყალტუბოში სპა-კურორტს და დარწმუნებული ვარ, მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, წყალტუბო ძალიან სერიოზულ განვითარებას განიცდის, მით უმეტეს, რომ წყალტუბოსთან ახლოს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასეთი სიჩქარით ვითარდება. ეს არის დამატებით 750-850 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მარტო წყალტუბოს მიმართულებით“,-აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება ბახმაროს, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკვე გამოვლენილია საპროექტო კონსორციუმი, რომელიც დაამუშავებს ბახმაროს მიწათსარგებლობის გეგმას.

მისივე თქმით, რაჭის ტურისტული განვითარების კონცეფცია გულისხმობს რამდენიმე თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტის განვითარებას რაჭაში, კერძოდკი შაორზე, უწერასა და შოვში

“რეგიონი ძალიან დიდი პოტენციალის ქმონეა, უნდა აშენდეს,საერთაშორისო ბრენდის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ასევე სამედიცინო ტიპის გამაჯანსაღებელი კომპლექსი. კონცეფციის განხორციელების მთლიანი საინვესტიციო ღირებულება განსაზღვრულია საწყის ეტაპზე 60 მლნა შშდოლარით, რომელიც მოიცავს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძოი ნვესტიციას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ შეეხო ზამთრის კურორტების განვითარების პროექტსაც.

„2017 წელს დავიწყებთ და დავასრულებთ გუდაური-კობის მიმართულებით საბაგირო ხაზებისმშენებლობას, რაც განავითარებს კობს, როგორც სერიოზულ ბაზას გუდაურის კურორტისთვის. დარწმუნებული ვარ,მოთხოვნა იქნება სასტუმრობების მშენებლობაზე, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტეფანწმინდას, ყაზბეგს გადააქცევს12-თვიან კურორტად და მთელი სტეფანწმინდის ოთახების რესურსი მიებმება გუდაურის კურორტის განვითარებას. ეს იქნება ერთიანი ტურისტული კომპლექსი, რომელიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მთელს ევროპაში, განსაკუთრებული ლანდშაფტიდან, განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის სათხილამურო ტრასებიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან და ულამაზესი ბუნებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებით გახდება შესაძლებელი. თბილისი-ლარსის ავტობანის მშენებლობა კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ამ მიმართულებას.

სამთო–სათხილამურო კურორტებზე, როგორიც არის ბაკურიანი, დიდველი, კოხტა-მიტარბი, მიმდინარეობს უმსხვილესი პროექტები. კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელებით, ჩვენ დავიწყეთ და ვახორციელებთ კოხტა-მიტარბის სრულიად ახალი სათხილამურო კომპლექსის მშენებლობას, სადაც სახელმწიფო ამონტაჟებს ახალ საბაგირო გზებს, ხოლო კერძო კომპანია აშენებს სასტუმროებს და მიმდინარეობს თანამედროვე ალპური და სუბალპურიზონისგანვითარებისევროპული კონცეფციის შესაბამისად, სრულიად ახალი მინიქალაქის მშენებლობა, რომელიც იქნება ძალიან მიმზიდველი მიმართულება. დარწმუნებული ვარ, ბაკურიანის არსებული სასტუმროების მთელ რესურსს მიაბამს ამ ერთი დიდი ტურისტულიკომპლექსის განვითარებაზე. ასევე, ეს გამოიწვევს, არა მხოლოდ ბაკურიანის, არამედ მთელი ბორჯომის სასტუმრო რესურსის ერთიან კომპლექსში გაერთიანებას და ჩამოყალიბდება ერთიან კურორტად, მით უმეტეს, რომ წელს, ზამთრის სეზონიდან, ჩვენ უფასო ავტობუსების დანიშვნას ვგეგმავთ ბორჯომსა და ბაკურიანს შორის.

თეთნულდის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა გვაქვს. საუბარია საპარტნიორო ფონდის ჩართულობით მინიმალური ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების და გასართობი ცენტრების მშენებლობაზე, რაც გამოიწვევს სვანეთის მიმართულებით ინვესტიციების დიდ ბუმს. ეს ასევე შესაძლებელი გახდება ქუთაისიდან ლენტეხის გავლით, მესტიაში ასასვლელი გზის მშენებლობის კვალობაზე. ასევე, გარემონტდება ჯვარი-მესტიის გზა, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება სამეგრელოსა და სვანეთის დასაკავშირებლად და ეს იქნება ერთიანი წრიული ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილი.

განსაკუთრებული ხაზგასმით მინდა აღვნიშნო თუშეთის ტურისტული პოტენციალის განვითარება. ვფიქრობთ, თუშეთი შეიძლება გახდეს, რთ-ერთი განსაკუთრებული რეგიონი საქართველოში, იმ ავთენტურობიდან და იმპირველადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან გამომდინარე, რომლებიც იქ არსებობს და რა თქმა უნდა, იმ ადათ-წესებიდან და მოსახლეობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა და რომელმაც ეს ადათ-წესები შემოინახა. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები სხვა მიმართულებებითაც – ეს არის სამეგრელოში ძალიან საინტერესო კურორტები, მაგალითად ულამაზესი ლებარდე და სამხრეთ საქართველოში, ქუთაისი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შემდეგ, მთელი სამხრეთ საქართველოს ტურისტული კომპლექსი გახდება ადვილად ხელმისაწვდომი, მიმზიდველი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამართული, რაც თვისობრივად შეცვლის საქართველოს და ძალიან დიდ მოთხოვნას გააჩენს კერძო ივნესტიციებზე“,-განახცადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 107 დევნილ ოჯახს გადაეცემა
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი : წინასაარჩვნოდ “ტვინები ცხელდება” და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ