საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა. პრეზიდენტმა თანხმობისთვის მთავრობას 27 მარტს მიმართა, თუმცა მთავრობის განკარგულებით, ვიზიტზე უარი ეთქვა.
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავდა. ჯერ-ჯერობით უცნობია,უარის მიუხედავად, გაემგზავრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში.