საქართველოს მთავრობამ, საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.

banner
წინა სტატიაშიილონ მასკი ჯასტინ ტრუდოს მიმართავს – გოგონი, შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვი
შემდეგი სტატიაარ შეხვდეთ არავის არალეგიტიმური რეჟიმიდან, ვიდრე არ ჩატარდება ახალი არჩევნები – უილსონი 43 პოლიტიკოსის მიმართვას ავრცელებს