საქართველოს მთავრობამ ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოიყვანა და ისინი საკარანტინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი

“საქართველოს მთავრობამ შესაბამის ქვეყნებთან გამართული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და ირანს შორის საზღვრის დაკეტვის გამო რჩებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული პროტოკოლის დაცვით, შესაბამისი ტრანსპორტით საქართველოში ჩამოიყვანა, ” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შემოწმება გაიარეს და სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაყვანილ იქნენ საკარანტინე დაწესებულებაში.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს 20 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : არ ვაპირებთ, ივანიშვილს მივცეთ საშუალება, პოლიტპატიმრების ბედით ივაჭროს