სალომე სამადაშვილი: ” საქართველოს მთავრობამ გაზპრომთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა”

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი განცხადებას ავრცელებს.”თაიმერი” ყოფილი ელჩის “ფეისბუქ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ.

samadaShvili

“ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ, საქართველოს მთავრობამ უკან დაიხია და გაზპრომთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა. დიდი მადლობა ყველა არასამათავრობო ორგანიზაციას, რომელმაც ხელი მოაწერა ჩვენს ერთობლივ წერილს, რომელშიც აღნიშნული მოლაპარაკებების შეწყვეტას ვითხოვდით. ასევე ყველა იმ აქციის ორგანიზატორს და მონაწილეს, რომელმაც მთავრობას დაანახა ქართული საზოგადოების ერთიანობა და შეახსენა, რომ პუტინის რეჟიმი, კვალავ ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერია, რომელსაც ერთად აღვუდგებით წინ”-წერს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი.

 

banner
წინა სტატიაშიანი ნადარეიშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების წამოღებაზე ძირითადი შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია”