საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, საკუთარ ანგარიშში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხმაურება.
დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობისას.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, აპელაციის საფუძველზე დაადგინა, საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობისას, მაგრამ მის დაკავებაზე თავდაპირველი გადაწყვეტილება არ არღვევს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სტანდარტებს. ეს გადაწყვეტილება შეესაბამება სასამართლოს 2016 წლის ივნისის განაჩენს.
„2016 წლის სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს, დავით ახალაიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ ოფიციალურ პირს ბრალი წაუყენეს 2011 წელს საპროტესტო აქციების დარბევის გამო. როგორც ამბობენ, ეს დაკვეთილი იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ, რომელიც ახლა პატიმრობაში რჩება“, – აღნიშნულია მოხსენებაში.

banner
წინა სტატიაშიამაზე კრიტიკული მე ვერ წამომიდგენია როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: საქართველოში უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ხელისუფლების შეცვლა