საქართველოს მთავრობამ ახალგაზრდობის სააგენტო დააფუძნა

საქართველოს მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგაზრდობის სააგენტო დააფუძნა.

სააგენტოს დებულების მიხედვით, ახალი სტრუქტურა შექმნილია ახალგაზრდული სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით.

სააგენტო მიზანია ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა; ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა; არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარება, ახალგაზრდული ეკონომიკის გაძლიერება, ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა, ახალგაზრდების დასაქმებისა და სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით.

მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, სააგენტო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული იქნება და მის ზედამხედველობას მთავრობა განახორციელებს. ახალი სააგენტო განათლების სამინისტროს სსიპ-ების – ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლეა.

ახალი სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები პრემიერ-მინისტრმა ერთი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს.

სააგენტოს ფუნქციებში შედის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; მთავრობის ახალგაზრდული სფეროსა და საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი აღსრულება და შესრულების კოორდინირება; ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისთვის რეკომენდაციების შემუშავება და საკანონმდებლო წინადადებების ინიცირება და სხვა მსგავსი საკითხები.

ამასთან, სააგენტომ უნდა განახორციელოს კვლევები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, მოიძიოს სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალები, უზრუნველყოს მათი ანალიზი და გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების მიზნით შესაბამისი პროგრამები, წინადადებები და რეკომენდაციების შეიმუშაოს; მოამზადოს პროგრამები ახალგაზრდების კარიერის დაგეგმვის, დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე ხელი შეუწყოს პროგრამებში სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებული ახალგაზრდების ჩართულობას და სხვა.

სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მთავრობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

banner
წინა სტატიაშიპეკინის გამზირზე დაჭრილი მცირეწლოვანი კლინიკიდან გაწერეს
შემდეგი სტატია,,მთავრობამ უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუდმივი მცოცავი ოკუპაციის გამო”