საქართველოს მთავრობა ლონდონსა და სტრასბურგში საელჩოებისთვის შენობების ყიდვას აპირებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ლონდონსა და სტრასბურგში საელჩოებისთვის შენობების ყიდვას აპირებს.

გიორგი კაკაურიძემ საელჩოების საკითხზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ამ წუთებში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიაზე მსჯელობენ.

კაკაურიძის თქმით, ლონდონსა და სტრასბურგში შენობების შესყიდვისთვის 17 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„თუ აღნიშნულ შენობებს შევიძენთ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, – დასძინა კაკაურიძემ.

თავის მხრივ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ლონდონსა და სტრასბურგში შენობების შესყიდვის საკითხი მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და დაინტერესდა, 2019 წელს მოხდება თუ არა კვლავ საელჩოებისთვის შენობების შესყიდვა.

კაკაურიძემ ქაცარავას კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საელჩოებისთვის შენობების შესყიდვა გათვალისწინებული არ არის, თუმცა საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება- ბანკის 2019 წლის ამბიციური გეგმები და სტრატეგია
შემდეგი სტატიალაშა ჟვანია : ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას ქვეყნების პირველი პირებიც დაესწრებიან