საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის ზომებს ამკაცრებ

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის ზომებს ამკაცრებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების რეჟიმი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დაწესებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან. ამ რეჟიმს ემატება: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან საქართველოში ბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა, ან ისიც გაივლის 14-დრიან საკარანტინო რეჟიმს“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველო და უკრაინა აშშ-ის მოკავშირეები არიან, საჭიროა რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავება
შემდეგი სტატიაყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის