საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს – EU-ს წარმომადგენლობა

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 10 წლისთავთან დაკავშირებით:

“დღეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა; ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება.” აღნიშნავს დიპლომატიური უწყება.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს, გუნდს ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი გადაეცემა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი ნაკრები დამატებით 30 მილიონს მიიღებს
შემდეგი სტატიაზარქუა – დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ, ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები