საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, დაჟინებით ცდილობს აშშ-თან დაძაბულობის გამწვავებას და მიისწრაფის ევროპასთან ღია მტრობისკენ, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენილ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს. დიპლომატი ფიქრობს, რომ აშშ სანქციებს “ოცნების” მარალჩინოსნებსაც დაუწესებს, თუმცა ნათელია, რომ ამერიკას ეს არ სურს.
ვფიქრობ, შესაძლებელია ფინანსური დახმარების პაუზის გახანგრძლივება. შემდეგი შეიძლება იყოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სანქციების განხილვა. არსებობს სანქციების პრეცედენტები მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ან კორუფციაში, მაგრამ არ მინდა ამ გზაზე ძალიან შორს წავიდე. ვიმედოვნებ, რომ ამის თავიდან აცილებას შევძლებთ. ჩემთვის ნათელია, რომ აშშ-ს არ სურს ამ გზით წასვლა, მაგრამ საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, დაჟინებით ცდილობს აშშ-თან დაძაბულობის გამწვავებას. როგორც ჩანს, ის მიისწრაფის ევროპასთან ღია მტრობისკენ, რაც ნამდვილად გასაოცარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიები არც აშშ-ს და არც ევროკავშირს ოკუპირებული არ აქვს, – ამბობს დენილ ფრიდი.