საქართველოს მთავრობა არის ის ზვიგენებთან მოთამაშე, ხეგლეჯია რუსი ოლიგარქი

 

saakashvili-ukraina“საქართველოს მთავრობა არის ის ზვიგენებთან მოთამაშე, ხეგლეჯია რუსი ოლიგარქი,”-ამის შესახებ საქართველ ექს პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2″–ის ეთერში განცხადა.
 “საქართველოს მთავრობა არ არის ეს, რაც არ უნდა გვარი ჰქონდეს – კვირიკაშვილი, ქიბროწაშვილი, საქართველოს მთავრობა არის ის ზვიგენებთან მოთამაშე, ხეგლეჯია, ძალიან არადალაგებული რუსი ოლიგარქი. არის ის მმართველი და არის მისი შედეგები. ეს ჰორნოკრატიაც მისი შედეგია, გაჩერებული ლაზიკაც მისი შედეგია, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ბინებად გაყიდეს, ერთადერთი, რაზეც მაქვს რევანშის განცდა, რაც მინდა გავაკეთო, როგორც კი ესენი მოშორდებიან, ბათუმის უნივერსიტეტი წამოვიღოთ უკან და იქ მართლა კარგი უნივერისტეტი გავაკეთოთ. დანარჩენი ყველაფერი ახლებურად უნდა გაკეთდეს.როგორც “რუსთავი 2″ ვერ აიღო, ისე არჩევნებს ვერ გააყალბებს. სენი, როგორიც არის ივანიშვილი, არის ერთჯერადი, როგორც წითელა და მეორედ არ გემართება.

ხალხმა იცის, რა გაკეთდა და რა შეცდომები იყო იმ 9 წელიწადში, ვის რა უბედურება ჰქონდა ჩადენილი, ახლა ხალხს უნდა უთხრა რა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია საკადრო განახლება, მე ვიცი, ძალიან ბევრი გამოჩენილი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც მთელი ეს პერიოდი მხარს გვიჭერდა, ახლა უნდა მართვაში ჩაერთოს, მათ უნდა მიეცეთ ამის საშუალება.

ხო ყველამ იცის, რომ ჩვენ შეგვიძლია საქმის კეთება და რასაც ვამბობ, ვაკეთებთ. მთავარი, რაც უნდა იყოს განახლებულ მოძრაობაში ეს არის ეკონომიკური გუნდი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში უნდა მოვიწიოთ უცხოელები, ცოტა ხანი ჩამოვიყვანოთ, 5-6 წელიწადში ისეთ ქართველ მოსამართლეებს გავზრდით, ყველაზე ობიექტურები იქნებიან.

ძალიან მენატრება საქართველო, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, საერთოდ ეჭვი არ მეპარება, არის ორი ძალა – ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე. არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი. ახლა მე არაფერი თანამდებობისკენ არ მივილტვი, ჩემი ამოცანაა, რახან ყველაფერი ასე ჩამოყალიბდა, მე თვითონ ვიყო ბევრად უკეთესი, ვიდრე როდესმე. როგორც იგეგმება და როგორც ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ეს არჩევნები ჩავამთავროთ, მოვიგოთ, მერე ჩამოვიდე, დავსხდეთ და დავეხმარო იმ ხალხს, რომელიც გაიმარჯვებს, ახალი პერსპეტივების გაჩენაში.

ახლა ბევრი დრო აღარ რჩება, მუდმივად გვაქვს კონსულტაციები ჩვენ მეგობრებთან, ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, სხვათაშორის, სახელმწიფო აპარატიდან ბევრი ჩამოდის და მელაპარაკება. ხან სად მხვდებიან, ხან – სად.

დიდი ალბათობით, შემოდგომის არჩევნების პერიოდში ვიპოვი საშუალებას, რომ ჩავერთო არჩევნებში და არჩევნების შემდეგ, ეგრევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოვალ საქართველოში”, – განაცხადა სააკაშვილმა “პოსკრიპტუმთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: “ხელისუფლების წევრთა ბოდვამ ზენიტს მიაღწია”
შემდეგი სტატიასავჩენკოს მაისის ბოლომდე არ გაანთავისუფლებენ – აცხადებს ადვოკატი