საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დადგეს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წერიგში

გიორგი კანდელაკი – საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დადგეს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წერიგში.
„ბოლო დღეებში რუსეთის ფედერაციამ განახორციელა რამდენიმე მტრული ნაბიჯი. მილიტარისტული ნაბიჯები გადაიდგა ოკუპირებულ რეგიონებში და შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრექტიკულად არაფერი გაუკეთებია, იმისათვის რომ დევნილთა დაბრუნების საკითხი დამდგარიყო საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში. პრემიერ მინისტრს არ აღმოაჩნდა დრო, რომ ჩასულიყო რომელიმე მნიშვნელოვან დედაქალაქში მაინც და არ დაურეკავს არცერთ მსოფლიო ლიდერთან, რომ მომხდარიყო ყურადღების მობილიზება ამ საკითხების ირგვლივ. შეხვდნენ ერთმანეთს ამერიკის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, მათ ისაუბრეს უკრაინაზე და არაფერი უთქვამთ საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ამისათვის არაფერი გაუკეთებია საქართველოს მთავრობას, მას ამისათვის არ ქონდა დრო.
სამაგიეროდ საქართველოს მთავრობას ქონდა დრო, იმისათვის, რომ როდესაც სტრასბურგის სასამართლოში იმართებოდა რუსთავი2_ს საქმის განხილვა და სტრასბურგმა ნაკუწებად აქცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, იქ სწრაფარდ მიევლინათ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მართლა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სამაგიეროდ საქართველოს მთავრობას ქონდა დრო, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესთან ერთად დოკუმენტები გაეყალბებინათ, რადგან არ აღმოჩენილიყო თითქოს 2 დღეში განიხილა დიდმა პალატამ საქმე.
სამაგიეროდ საქართველოს მთავრობას აღმოაჩნდა დრო, თბილისის მერთან ერთად, რომ მილიონი ლარი გადაერციხა მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ფიიონის წინააღმდეგ გამოძიება ფართოვდება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ხალხმა ხელისუფლებას უნდა დააკისროს ფიზიკური პასუხისმგებლობა და ჭინჭრებით დაცხონ ერთ ადგილას