საქართველოს მთავრობა არ იყო ევროატლანტიკური კურსის გამტარებელი

“20-მა ივნისმა, შესაძლოა, უბრალოდ ცეცხლი აანთო, თუმცა, თუ კვლევებს ნახავთ, არსებობდა შეშფოთება მთავრობის დემოკრატიული მიმართულების, საარჩევნო რეფორმის და ალბათ, იმის გამოც, რომ საქართველოს მთავრობა არ იყო ევროატლანტიკური კურსის გამტარებელი.

ქართველებს პროტესტის, დემოკრატიის მოთხოვნის და ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების მოთხოვნის დიდხნიანი ისტორია აქვთ და ეს უკავშირდება დემოკრატიულ სტანდარტებს და კანონის უზენაესობას. ვფიქრობ, ეს ქართულ გენეტიკურ კოდშია გამჯდარი.

საბოლოოდ, დემონსტრაციების შედეგს განსაზღვრავს თავისუფალი არჩევნების ჩატარება და მარტში მიღწეული შეთანხმების შესრულება. ეს ჯერ კიდევ არ არის მთლად ნათელი. არჩევნები ახლოვდება და ჯერ არავინ იცის, თუ როგორი იქნება. ვიცით, როგორი უნდა იყოს ის მარტის შეთანხმებაზე დაყრდნობით, თუმცა ის ჯერ არ შესრულებულა”,-ამის შესახებ ამერიკის ხმას ესაუბრა გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი ჯონათან კაცი.

banner
წინა სტატიაში20 ივნისი იყო ქართული საზოგადოების დაბრუნება თავის ფესვებთან, თავის საფუძვლებთან
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა