საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს

საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

„გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის დაგეგმილია პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მილიონი ლარი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : მოსახლეობის ხარჯების დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის, ამიტომ ჩვენი შემოთავაზება იქნება, გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-სგან
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა