საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მივიდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოსსაქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მივიდა.

გიორგი პაპუაშვილი პროკურატურის ეზოში მანქანით შევიდა და მედიისთვის კომენტარები არ გაუკეთებია.

გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძე შეხვდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით რამდენიმე დღის წინ დაიბარეს, თუმცა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მთავარ პროკურორს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მივიდოდა.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილს გუშინ შეხვდა და აღნიშნა, რომ ირაკლი შოთაძეს უახლოეს დღეებში შეხვდებოდა.

პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული მიზნის მისაღწევად შეიძლება გასაჯაროვდეს მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

 

banner
წინა სტატიაშიგაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ტრამპს “კლოუნი” უწოდა
შემდეგი სტატიავინ გასცა ბრძანება რუსული სუ-24 ჩამოგდების