საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქვეყნის ევროპულ გეზსა და მომავალს უჭერს მხარს – ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე მოვთოკოთ ნერვები და ეს პოზიცია 20 ივნისის აქციაზე საჯაროდ დავაფიქსიროთ – კირკიტაძე

საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქვეყნის ევროპულ გეზსა და მომავალს უჭერს მხარს – ამიტომ, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე მოვთოკოთ ნერვები და ეს პოზიცია 20 ივნისის აქციაზე საჯაროდ დავაფიქსიროთ, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ გააკეთა.

კირკიტაძის თქმით, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე უნდა გამოვიდეს ყველა და “შიდა, მიკრო დაპირისპირებას ყურადღება არ მიექცეს“.

“ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ კუთვნილებას, არც სიმპათია-ანტიპათიას და არც იმას, ვინ მეტად არის აქტიური და ვინ – ნაკლებად. გვაქვს უნიკალური შანსი გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა ჩვენი მისწრაფება და სურვილი მსოფლიოს ვაჩვენოთ. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ყველა ერთად უნდა დაგდეთ – ამ თემის მონოპოლიზებას ვერავინ მოახერხებს, რადგან საქართველოს ევროპაში დაბრუნება ჩვენი წინაპრების, ჩვენი გმირების, სულხან საბას ოცნება იყო“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

banner
წინა სტატიაშიქართველმა ხალხმა შეიძლება, დასვას კითხვა, დსთ-ში შევიდეთ, რომ ეს სტატუსი მივიღოთ…? – სუბარი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი ბიზნესს განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას სთავაზობს