საქართველოს მოსახლეობის 71% ნატოში წევრობას მხარს აქტიურად უჭერს – NDI

„საქართველოს მოსახლეობის 71% ნატოში წევრობას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს“, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
აღნიშნული ანგარიში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ გამოკითხვას ემყარება. კვლევა საქართველოს მასშტაბითაა (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) წარმოებული.

იმ 71%-დან, ვისთვისაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება მისაღებია, მოქალაქეების 53% ფიქრობს, რომ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს მისცემს.

კვლევა ასევე იუწყება, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის შესაძლებლობა 69% იქნება. აღნიშნულ მოსაზრებას ომის დაწყებამდე გამოკითხულთა 72% უჭერდა მხარს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოსახლეობის 59% რუს ხალხს დადებითად აფასებს – NDI
შემდეგი სტატიაევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი , აღდგომის პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გახსნას მიესალმება