„საქართველოს მოქალაქის ხმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა მიიტანოს ე.წ. ხელისუფლებამდე“ – „ძალა ერთობაშია“ აქტიურ მოქმედებებზე გადადის

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები გაერთიანების თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს შტაბის უფროსებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მათ შემდგომ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს უპრეცედენტო გაყალბებას ჰქონდ ადგილი. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიცია განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს და აქტიურ მოქმედებებზე გადადის:

„ძალიან სასარგებლო საუბარი იყო და ყველას ესმის ჩვენი მთავარი ამოცანა. საქართველოს მოქალაქის ხმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა მიიტანოს ე.წ. ხელისუფლებამდე, იმიტომ რომ ასე ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. არც ეკონომიკურად, არც სოციალურად, არც პოლიტიკურად საქართველოს მოქალაქე დღეს დაცული არ არის და ე.წ. ხელისუფლება თავის მოვალეობას ვერ და არ ასრულებს. ასეთ მდგომარეობაში სახელმწიფოს კიდევ უფრო დიდი ხანი ყოფნა-არსებობა არის სრულიად წარმოუდგენელი“- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიქართულმა ოცნებამ თუ კვლავ შეცდომები დაუშვა, “ნაციონალები” არათუ შეინარჩუნებენ ელექტორატს, უფრო გაძლიერდებიან
შემდეგი სტატიაცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს