საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული კვლევა

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის 2017 წლის შედეგები გამოაქვეყნა. 2017 წლის მარტიდან მაისამდე საქართველოში პირისპირ გამოიკითხა 1000–ზე მეტი ადამიანი. ძირითადი შედეგები ასეთია:

საქართველოში აღინიშნება ევროკავშირის მხარდაჭერის ზრდა. მოსახლეობის
-აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
– საქართველოს მოქალაქეთა 83% მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს – ეს მაჩვენებელი გაიზარდა შარშანდელ მაჩვენებელთან (75%) შედარებით და საგრძნობლად აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს – 61%-ს.
– საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს. ეს მაჩვენებელი აღემატება გაეროს (56%) და ნატოს (54%) მიმართ ნდობის მაჩვენებლებს.
– საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი (58%) კარგად არის ინფორმირებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. მოქალაქეთათითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ეფექტურია

საქართველოს გარდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსშ, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინაში. ყოველწლიური გამოკითხვები უკვე ორი წელია ტარდება – კვლევის პირველი ეტაპი 2016 წელს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშინუცუბიძის მე-4 პლატოზე გარდაცვლილ პირთან დაკავშირებით მეზობლები საუბრობენ
შემდეგი სტატიაგაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა