საქართველოს მოქალაქემ ნეპალელი 28 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრა

პოლონეთის ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე ნეპალელი 28 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს.  მას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, საქართველოს 35 წლის მოქალაქემ მიაყენა.

წვეულება იმ ჰოსტელში იმართებოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან პოლონეთში სამუშაოდ ჩასული პირები ცხოვრობენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ დააკავა და ის შემთხვევის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. მის გარდა დაკავებულია კიდევ ორი ქალი, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. მათ, დანაშაულის კვალის დაფარვა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის იარაღის – დანის გადამალვა ედებათ ბრალად.

banner
წინა სტატიაშიდვალიშვილი: არასდროს მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ, ყველაფერი, რაც ითქვა, ცილისწამებაა
შემდეგი სტატიასაქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით