საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მკურნალობისთვის ვიზა დასჭირდებათ

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მკურნალობისთვის სპეციალური ვიზა დასჭირდებათ. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო აქვეყნებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ, მოქალაქეებმა საკონსულო სამსახურისგან მიზნობრივი ვიზა უნდა აიღონ. ვიზის მიღება კი, მკურნალობის მსურველებს თბილისსა და ბათუმში შეეძლებათ.

“თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა – „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას
შემდეგი სტატიაეკა ბესელია მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარადგენს