საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გამოაძევებენ

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გამოაძევებენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთში დაკავებული უცხოელი კრიმინალების დეპორტაცია მათი წარმოშობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მარტის პირველ კვირაში განხორციელდება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დეპორტაცია მოითხოვს შეთანხმებას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც უნდა გაიგზავნონ დაკავებული უცხოელები – „კრიმინალები, რომლებმაც იპოვეს პოლონეთში ცხოვრების გზა კანონის დარღვევით“.

დონალდ ტუსკის თქმით, „საუბარია ქართულ ბანდებზე, რომლებიც პოლონეთში ძალიან აქტიური არიან“.

banner
წინა სტატიაშითიბისის განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზება 2 და 3 მარტს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის