საქართველოს მოქალაქეებს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის, “სარფის”, მებაჟე ოფიცრებმა 10 ივნისს, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-ს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მგზავრი “სარფის” კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა.

ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მის კუთვნილ ხელბარგში 61,38 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4290,82 ლარი შეადგინა.

ანალოგიური კანონდარღვევა გამოვლინდა 11 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე “წითელი ხიდი”. კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქე ს.გ.-ს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 94,87 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4581,26 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ორივე შემთხვევაში მგზავრებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 4290,82 ლარისა და 4581,26 ლარის ოდენობით.

banner
წინა სტატიაშიერთი აშშ დოლარი ხვალ 2, 1790 ლარი ეღირება
შემდეგი სტატიახოსე კარერასი ქუთაისში ჩავიდა