საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის ვიზის მიღება გამარტივდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის ვიზის მიღება მარტივდება.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური საემიგრაციო და სავიზო პოლიტიკის გათვალისწინებით, ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა საქართველო ერთი საფეხურით დააწინაურა და იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა, რომლის მოქალაქეებისთვისაც სავიზო განაცხადების განხილვის კვოტები გაზრდილია.

“19 ოქტომბერს ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა განაახლა კატეგორიების შემადგენლობები და საქართველომ “ნარინჯისფერი კატეგორიიდან” გადაინაცვლა “ყვითელ კატეგორიაში”, რაც ნიშნავს რომ ამ ჯგუფში მყოფი ქვეყნების მოქალაქეების მიერ ნორვეგიის სამეფოში სავიზო განაცხადის უმრავლესობა დადებითად კმაყოფილდება.

ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც ნორვეგიაში გასამგზავრებლად ვიზა ესაჭიროებათ ნორვეგიის სამეფო კატეგორიებად ჰყოფს. ამ კატეგორიებში მოხვედრილი ქვეყნების ჩამონათვალი ყოველწლიურად გადაიხედება სხვადასხვა ქვეყანაში გატარებული ეფექტური სავიზო პოლიტიკის, უსაფრთხოების მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული სტაბილური პოლიტიკური ვითარების გათვალიწინებით”,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდამკვირვებელი: კაბინაში შესულ ქალბატონს მხოლოდ თვალი ჩავუკარი
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ახმედ იმამყულიევი საგანგებო განცხადებას აკეთებს