საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. როგორც „თაიმერს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს ძალაში შევიდა მონტენეგროს სავიზო პროცედურების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ მონტენეგროს ტერიტორიაზე.

მათივე ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მონტენეგროს ტერიტორიაზე და დაჰყონ 90 დღე 180 დღიან პერიოდში.

banner
წინა სტატიაშისასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება
შემდეგი სტატიაბატონი ბახტაძე წარმოადგენს კორუფციისა და ნეპოტიზმის უმაღლეს პროდუქტს – ნათელაშვილი