საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისი დღეს ლონდონიდან შესრულდება

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ლონდონი-თბილისის მიმართულებით.

უწყების ცნობით, სპეცრეისით საქართველოში ჩამოვა 120-მდე თანამემამულე, მათ შორის სტუდენტები, ხანდაზმული პირები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები და ტრანზიტული მგზავრები. ამასთან, საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რომ რეისზე ბორტის სამგზავრო ადგილები არ იქნა სრულად ათვისებული, რაც მიანიშნებს კორონავირუსის გავრცელების შედეგად სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის კლების დადებით ტენდენციაზე.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.

12 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19 965 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 10 698 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 15 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 18 მაისი – ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი – ათენი-თბილისი; 22 მაისი – რომი-თბილისი.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – საქართველო ერთგულად მისდევს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ დასახულ მიზნებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა