საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ-საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გათვალისწინებით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +33 7 83 31 86 89

შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში სროლის შედეგად მოკლულია ერთი პოლიციელი, ერთი სამართალდამცავი კი მძიმედ არის დაჭრილი. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელმაც სროლა განახორციელა სამართალდამცავების მიმართულებით, პოლიციელებმა მოკლეს. Reuters-ის ცნობით კი შემთხვევა ელისეის მინდვრებზე, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა.

banner
წინა სტატიაში(video) რუსეთი ამაგრებს საზღვარს ჩრდილოეთ კორეასთან
შემდეგი სტატია(video) ნიკა მელია: გაირიყა ხალხი პოლიტიკური პროცესიდან