საქართველოს მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მიმოსვლას იმსახურებენ – შალვა ნათელაშვილი

შეერთებულ შტატებში ვიზიტს ლეიბორისტების ლიდერი განაგრძობს. შალვა ნათელაშვილმა კონგრესმენებთან შეხვედრები გამართა და მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მოლაპარაკებებს კაპიტოლიუმში დღესაც გამართავს და ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში.

განხილვის მთავარი თემა საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებაა. ლეიბორისტების ლიდერი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების ინიციატივით გამოდის. შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მიმოსვლას იმსახურებენ.

„მთავარი საკითხი, რომელიც დღეს დავსვი, გახლდათ იმ გეოპოლიტიკური ხაფანგის გარღვევა, რაშიც ქართველი ხალხი მოხვდა, ეს გახლდათ უვიზო რეჟიმის დაწესება არამარტო ევროკავშირთან, არამედ აშშ-სთან,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახი ბექაურს ქონებრივ დეკლარაციაში მის მფლობელობაში არსებული კომპანიები სრულად არ აქვს მითითებული
შემდეგი სტატია„ეს ხალხი არიან მარაზმატიკები, რადგან აკეთებენ იმას, რაც არ იციან”, – ოპოზიცია მთის კანონზე