საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე,აფხაზეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
მათი განცხადებით, დაკავება 6 ივნისს ალაკუმხარაში (ლეკუხონა) მოხდა. დაკავებულები არიან 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია.
მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე წინასწარი განზრახვით საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მამუკა ჩხაპელიას განცხადებით, პირები მაშინ დააკავეს, როცა ისინი ჯართს აგროვებდნენ და სავარაუდოდ სოფლის ტერიტორიას გასცდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დაკავებული ახალგაზრდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და ჯართს ოჯახების დასახმარებლად აგროვებდნენ და აბარებდნენ.

banner
წინა სტატიაშიბაგების დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ერთი მილიონი ლარი რა გახდა, რომ შეიძინონ პირბადეები და დაურიგონ სოციალურად დაუცველებს