საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

დეფაქტო ცხინვალის საგზაო ინსპექციის თანამშრომლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ის ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ცოტა ხნის წინ გადასცეს. თბილისში მცხოვრები 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი 2 დღის წინ გვიან ღამით ოკუპირებულ სოფელ სათიხარში დააკავეს.

მას ბრალად ე.წ. „საზღვრის“ კვეთა ედებოდა. დაკავებული სასამართლო პროცესისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიმაკრონმა ავსტრალიის პრემიერის მეუღლეს “ძალიან გემრიელი” უწოდა
შემდეგი სტატიასაბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო-საავტომობილოზე“ არადეკლარირებული ოქროს ნივთები და სიგარეტი აღმოაჩინეს